ნიკოლოზ (ტატო) მელიტონის ძე ბარათაშვილი დაიბადა 1817 წლის 4 დეკემბერს (ზოგიერთი ცნობით, 1816 წლის 22 ნოემბერს) . დედის ოჯახში, -ქართველი დიდგვაროვნის- ზურაბ ორბელიანის სახლში. რამდენიმე დღის შემდეგ იი ანჩისხატის საკრებულოს ტაძარში მონათლა დეკანოზმა დიმიტრი მესხიშვილმა.

მშობლები

მელიტონ ბარათაშვილი - პოეტის მამა, მაღალი არისტოკრატიული წრის წარმომადგენელი, მეტად კარგად შეთვისებული რუსულ მართვა-გამგეობას. შესანიშნავად სცოდნია სომხური და რუსული ენები. 1837 წელს იგი იყო თბილისში მყოფი იმპერატორის - ნიკოლოზ I-ის პირადი თარჯიმანი. მელიტონი ძველი ყაიდის კაცია. თავიდანვე ქართლის ბედთან შერიგებული,დიდ სარბიელზე მშვიდობიანი და ოჯახში აუტანელი ხასიათის მებატონე ერთგულად ემსახურება მეფეს. უმაღლესი სამხედრო წოდება, რასაც მელიტონი აღწევს, არის მაიორობა, თანამდებობა კი: თბილისის მაზრისთავად-აზნაურობის მარშლობა
უჟმური ხასიათის კაცია,  საეჭვოდ ჟღერს თანამედროვეთა ნათქვამი მის ზედმეტ თავაზიანობაზე, კულტურაზე. ეს უფრო იმავე თანამედროვეთა თავაზიანობაა, ვიდრე მარშლისა.იგი შინ თუ გარეთ სასტიკი ხასიათით გამოირჩეოდა. მისი ყვირილისა და ქადილის ხმა ეფინებოდა მთერლ უბანს. ანჩისხატში რომ ყვირილსგააბამდა, თეკლე ბატონიშვილის სახლშიისმოდა, და თეკლე ოხვრით იყოდა, თურმე: „საქართვეკიშუ მეფეების ხმა უკვე მიწყდამ თავადიშვილების ხმა კი ჯერაც გაისმისო“
თვით დინჯი ოლიმპიელი გრიგოლიც მუქი ფერებით ხატავს სიძის პორტრეტს: „ჩვენი მელიტონ ისევ ისეა, ანჩხლი, მჭყივანა, თავის სახლის დამამწარებელი!“
მელიტონს მამულები აქვს თბილისის ახლოს, შინდისში. მეტიც ჰქონდა, დააგირავა,გაანიავა. ასე რომ, მამას ბევრი არაფერი დარჩენია შვილს უანდერძოს. ერთადერთი სამემკვირდო- საგზური, რაც შვილს ხელს შეუწყობს ცხოვრების ასპარეზზე გამოსვლაში არისცარიელი სახელი, თავადის წოდება.
მერმ ვინ უნდა არჩინოს მოხუცი დედა, სნეული მამა, ვინ გაათხოვებსო დებს?-თქვა მელიტონმა. მამამ ფული ვერ გაიმეტა ტატოს სწავლებისთვის და ეს სიძუნწე სამარადისო ტვირთად აწევს მელიტონს.
ეფემია ორბელიანი- პოეტის დედა, დიმიტრი ორბელიანის შვილი, და გრიგოლ ორბელიანისა, შვილთაშვილი ერეკლე II - სა.                                                                                თანამედროვეთა გადმოცემით, ეფემია შემკული ყოფილა სულიერი თუ გარეგნული სილამაზით. მისი სათნო და კეთილი ბუნება გრიგოლ ორბელიანმა ამოთქვა ლექსით -  «ჩემს დას, ეფემიას».
« ჩემდა ნუგეშად, ჩემდა შვებად სასიხარულოდ,
ლხენად გლახ გულის უდროოდა მწარ დამჭკნარისა,
დაო სასურველ! ამა სოფელს შენ დამშთი მხოლოდ,
და განმასვენე კვეთებათგან ბოროტ მხვედრისა! «
ეფემია მელიტონის ანტიპოდია: სათნო, კეთილი. სამწუხაროდ, ბარათაშვილს არ დაუტოვებია ლექსი დედაზე, ეს ხარვეზი შეუვსია პოეტის ბიძას (გრიგოლ ორბელიანის „ჩემს დას ეფემიას“)
ეფემიასა და მელიტონის მეორე შვილია ნიკოლოზი. ნიკოსა და ოთხი დის გარდა დანარჩენები სამ წლამდეც ვერ მივიდნენ.
ყველამ მოაწყო საკუთარი ოჯახი, მხოლოდ ტატო გადაეგო ოუქორწილოდ და უმემკვიდროდ



მაია - ნიკოლოზის გადია.  გორელი ქალი,  ნონა ზავრიშვილის ასული. მამის რისხვით დამზრალ ყმის გულში მას შეაქვს სითბო. მას ტატოს მოვლაში ეხმარებოდნენ დედა, მამიდა მაშო, მარიამ ბარათაშვილი და თვით ბებია ხორეშანი. ერეკლე მეფის შვილიშვილი უვლის რომანტიკული პოეზიის მემკვიდრეს.                                                        « მაიას მაინც უფრო თბილი ხელი აქვს, ვიდრე ბატონიშვილებს. დაუჯექი კალთაში და უსმინე - არც გაგიჯავრდება, არც თამაშს დაგიშლის და არც დასვრის შეეშინდება. მხოლოდ ესაა: ყოველთვის არ ცალია.“ 

აღზრდა

პატარა ტატო დედამ აზიარა ქართული ენის მადლს, შეასწავლა წერა-კითხვა, პირველი წიგნები: ფსალმუნნი, ჟამნი, სახარება. ზაქარია ჭიჭინაძის გადმოცემით დაწყებითი განათლება კალოუბნის სასწავლებელში მიუღია. იგი ათი წლისა მიუბარებიათ თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში. მასთან ერთად გიმნაზიაში სწავლობდნენ : დიმიტრი ყიფიანი, კონსტანტინე მამაცაშვილი, ლევან მელიქიშვილი, მიხეილ თუმანიშვილი, ილია ორბელიანი და სხვა. მათთან ურთიერთობამ, ბუნებრივია, წარუშლელი კვალი დატოვა პოეტზე, მაგრამ პიროვნება რომელმაც განსაკუთრებული გავლენა ქონდა მასზე  იყო ქართული ენის მასწავლებელი და ფილოსოფოსი, დიდი საზოგადო მოღვაწე, 1832 წლის შეთქმულების ხელმძღვანელი სოლომონ დოდაშვილი.

პირველი ლექსები

ნიკოლოზ ბარათაშვილმა გიმნაზიაშივე დაწერა პირველი ლექსები. პოეტის იმდროინდელი ნაწარმოებების უმეტესი ნაწილი დაკარგულა. ბარათაშვილს გაუნადგურებია თვითონვე, სახლის გასაჩხრეკად მოსასვლელი ჟანდარმების მოლოდინში. ბარათაშვილის თანამედროვე, გრიგოლ გურიელი, იხსენებს, თუ როგორ შეაგდო ბუხარში ტატომ ხელნაწერი რვეული.                                                                                                        
შემორჩენილია მხოლოდ ერთი ლიტერატურული კრებული, რომელშიც მისი 5 ლექსია შეტანილი (ამ დროს ტატო 15 წლის იყო). საგულისხმოა, რომ მათ შორისაა ლექსის - «შემოღამება მთაწმინდაზედ» - პირველი ვარიანტი.                                                                                                     
ნიკოლოზ ბარათაშვილი აქტიურად იყო ჩაბმული რუსული ხელნაწერი ჟურნალის «ცვეტოკ ტიფლისსკოი გიმნაზიი» -ს (1835-35) გამოცემაში, რომელსაც მიხეილ თუმანიშვილი რედაქტორობდა. გამოვიდა 5 ნომერი. ამ პერიოდში უთარგმნია ძველი ქართული ლიტერატურის ბრწყინვალე ძეგლის «ვისრამიანის» ერთი ნაწილი. ტატო გატაცებული ყოფილა ძველი ქართული ლიტერატურით.

პოეტის სახე არ შემორჩენილა

„შუათანა ტანისა,ჩინებული ტანადი, ცოტა პირ ხმელი, ცოცხალი შავი თვალებით, წაბლისფერი თმით, სახე საგანგებოდ მიმზიდველი (ქართულად რომ იტყვიან , მარილიანი)“, - ასე ახასიათებს პოეტს მისი უახლოესი მეგობარი კონსტანტინე მამცაშვილი. თანამედროვენი ნიკოლოძ ბარათაშვილს ახასიათებენ, როორც საუკეთესო მეგობარს, მხიარულსა და ხალისიან ჭაბუკს. ყოფილა შესანიშნავი მოცეკვავე; სამწუხაროდ, არ შემონახულა მისი ნამდვილი პორტრეტი. არსებობდა თურმე ერთი ფოტო, რომელიც დაკარულა. 60-იან წლებში ილია ჭავჭავაძეს ნინო ბარათაშვილის ოჯახიდან წამოუღია პოეტის სურათი და ფოტოგრაფისთვის მიუცია, მაგრამ სახელოსნო დამწვარა. ბარათაშვილი მეტად ენამოსწრებულიც იყო, თხზავდა სატირულ ლექსებსაც.

"დავმორჩილდი ჩემს მკაცრ ბედს»

1835 წელს ბარათაშვილმა გიმნაზია დაასრულა. იგი ოცნებობდა უმაღლესი განათლების მიღებაზე, მაგრამ როცა საამისო ასაკს მიაღწია, მამის ოჯახი გაღატაკებული, უსახსროდ დარჩენილი იყო. ამის გამო ბევრს  სწუხდნენ პოეტის ახლობლები. ჭაბუკ პოეტს სხვა ოცნებაშიც მოეცარა ხელი - სამხედრო სამსახურში შესვლა სურდა, მაგრამ გიმნაზიაში სწავლისას კიბიდან გადმოვარდა და დაკოჭლდა და სამხედრო კარიერაზე ფიქრსაც გამოემშვიდობა.                                                                                                                  
   პოეტის პირადი წერილები ცხადყოფენ რა ღრმა კვალი დატოვა ამ ფაქტმა მის სულზე.                                 
 «ანვწესდი სამსახურში და დავმორჩილდი ჩემს მკაცრ ბედს» წერს იგი ერთ-ერთ  მეგობარს. ყველაფერ ამას ისიც დაერთო, რომ ამ პერიოდში მამამისმა მძიმე სენი გადაიტანა. სიღატაკის პირას მისული ოჯახის შვილი სამოქალაქო სამსახურში უნდა წასულიყო და „ოჯახი ფეხზე დაეყენებინა».  1836 წელს იგი გახდა  საქართველოს უზენაესი მთავრობის  სასამართლო განჩინების ექსპედიციის მოხელე. უნდა ითქვას, რომ პოეტი დიდ გულისყურს იჩენდა საქმისადმი. მან კარგად იცოდა რუსული ენა, რაც დიდად ეხმარებოდა საქმის წარმოებაში. მის კალიგრაფიას აღტაცებაში მოყვადა ყველა, მაგრამ თვითონ ვერ იტანდა კანცელარიას, რომელიც სულს უხუთავდა.   

ეკატერინე ჭავჭავაძე და ნიკოლოზ ბარათაშვილი

მეფურია მათი სახელიც და სახეც. სიყრმიდან ერთად უთამაშიათ, ურბენიათ, უმღერიათ,ტოლნი არიან, სწორნი არიან.თითქოს ერთიმეორისათვის შობილან და სწორედ მაშინ, როცა ყველაზე უფრო მშვენიერი , ბუნებრივი იქნებოდა მათი საბოლოო დაკავშირება, საბოლოოდ შორდებიან ერთმანეთს.

... ეკატერინე დედოფალს ჰგავს და დედოფალი უნდა გახდეს თუ საქართველოსი არა, სამთავროსი მაინც.

აგერ სასურველი სასძოც- სამთავროს ტახტის მემკვირდე დავით დადიანი. ქართველი მეფეების მანდატურთუხუცესი დაერისთავთერისთავთა შთამომავალი.

ეჰ! სად სტოლონაჩალნიკიი და სად გენერლის ასული?! და ეკატერინეს ხელს თხოულობს დავით დადიანი.


ვინ დაეძებს, რა განცდებშია ვინმე სული ობოლი, უქონელი და უსახელო ტატო ბარათაშვილი! მას რჩება მხოლოდსიყვარულის და ლექსების წერის უფლება.
                                                  
                                                       განხეთქილება
ხუმრობს, არ ეხუმრება. ეკატერინეს გათხოვებამ სხვა ფიქრები აუშალა. მუხთალი წუთისოფელი განა ვისმე დიდხანს ახარებს? სიამე შეურჩენელია, იმედი ცრუვდება, ილუზია იფანტება, სული ობლდება.
   მანანა ორბელიანმა უთხრა: ზაქარია მწერს, ეკატერინეს გული შესწუხებიაო ქორწილის ღამეს. ჩანს, არ არისო ბედნიერი. ადრე ხომ სიონის ტაძარში შეუწუხდა გული ჯვრისწერისას.
   ყველაფერი დასრულდა. ჩაესვენა ეკატერინე, ეს მორიგი ნათელი ვარსკვლავი პოეტის დაბინდულ ცაზე. იმ კვირიაკე დღეს ბარათაშვილმა დაკარგა რაღაც ისეთი, რაც ადამიანს სიცოცხლეში ერთხელ ეძლევა.
   ეკატერინე? ვინ იცის, რა დიდი სევდა იფარება მის გარეგნულ ბრწყინვალების ქვეშ! იგი ქართველი ქალია. თავის გაცდებს არც ჩაწერს და არც ვინმეს გაუმხელს. სხვამ კი სხვისა რა იცის!
   თუმცა, ყველაფერი მაინც ვერ დაფარა. გულმა გასცა ჯვრისწერისას და ქორწილის ღამეს.
   უკანასკნელი შეხვედრისა და იმ ბედნიერ დღეთა მოსაგონებლად რჩება ლექსი:
„სატრფოვ, მახსოვს, თვალნი შენნი
მშვენიერნი ცრემლით კრთოდნენ,
და ბაგენი მდუმარენი
ხვაშიადსა მიმალვიდნენ!
მაგრამ, სულო, იგი ცრემლი
არ სტიროდა ამ სოფელსა;
სახე შენი მოწყენილი
არა ჰგავდა ხორციელსა!
აწ მიხვხვდი მე, უბედური,
თვალთა შენთა მეტყველებას:
თურმე ცრემლი უცნაური
მოელოდა ჩემს ობლობას!
ახლაც. ოდეს ვნახავ სადმე
ცრემლსა თვალთა მშვენიერთა,
გულამოსკვნით ვიგონებ მე
დღეთა ჩემთა ბედნიერთა!“
   თბილისში დაბრუნებული ეკატერინე მოწყალი ღიმილით ართმევს თავის მგოსანს მისივე ხელით გადაწერილ ლექსთა კრებულს.
   ისევ „აღმოხდა მნათი“. პოეტის გულში დგება ახალი გაზაფხული:
„მაშ გამობრწყინდი, მფინე შუქი ეგ საოცარი
და განანათლე კვლავ ცა ჩემი, ესრეთ საზარი!
მეცა ხელი ვჰყო დაჟანგებულს ჩემსა სანთელსა
და შევაერთო ფიქრნი ჩემნი შენს ხმას ციურსა!“
   ... იქნებ ის ლექსი დაუჯდა ძვირად ბარათაშვილს, დელფინა ლაბიელს რომ უძღვნა? იქნებ, არ ინდომა ეკატერინემ კალამში მოზიარეობა? ...
   განშორების შემდეგ ხშირად არა, მაგრამ შეხვედრილან ერთმანეთს და დიდხანს, დიდხანს უსაუბრიათ. მათ არავინ ზვერავდა, რადგან ყველა ენდობოდა მათსავე ღირსებას.
   „ციური ხმით“ მომღერალი ეკატერინე ღრუბლებს მიეფარა, მერე დაბრუნდა, ობოლ სულს შუქი მოჰფინა და აღფრთოვანებული პოეტი კლასიკური უბრალოებით აამეტყველა:
„ნუთუ აღმოჩნდი ცხოვრებისა ჩემის მნათობლად?
ნუ თუ შენ ჰფინო შვების სხივი ჩემს გულსა კვალად?
კვლავ აღმიტეხნო გულის ჭირნი, მიყრუებულნი,
და განმიახლო ნეტარების დღენი წარსულნი?“
   ეს სარწმუნო მოთხრობაა დიდი მგოსნის დიდ სიყვარულზე. ამ სიყვარულში მომხდარი განხეთქილების მიზეზი კი არავინ უწყის, შედეგიც კი ჯერ კიდევ დაბინდულა. 1842 წლის ოქტომბერში ტატო მაიკო ორბელიანს წერილში გაანდობს უსაშველო ტანჯვას, რაც განხეთქილებამ თავს დაატეხა:
  „ეს ღამეც წავიდა, ვითარცა სიზმარი, კიდევ მომნახა ჩემმა ჩვეულებრივმა მოწყინებამ. ვისაც საგანი აქვს, ჯერ იმის სიამოვნება რა არის ამ საძაგელს ქვეყანაში, რომ ჩემი რა იყოს, რომელიც, შენც იცი, დიდი ხანია ობოლი ვარ. _ არ დაიჯერებ , მაიკო! სიცოცხლე მომძულებია ამდენის მარტოობით. შენ წარმოიდგინე, მაიკო, სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაცა, დებიც, მრავალნი მონათესავენი, და მაინც კიდევ ვერავის მიჰკედლებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს სოფელში! ვინც მაღალი გრძნობის მქონე მეგონა,იგი ვნახე უგულო; ვისიც გული განვითარებული მეგონა, მას სული არა ჰქონია; ვისიცა ცრემლნი მეგონებოდნენ ცრემლად სიბრალულისა,გამომეტყველად მშვენიერის სულისა, თურმე ყოფილან ნიშანნი ცბრიერების, წვეთნი საშინელის საწამლავისა! სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი? ვიცი, გაიცინებ, ასე გეგონება დამწვარი ვლაპარაკობ. ჭეშმარიტად, მაიკო, ასე გულცივად ჯერ განსჯა არა მქონია... მოიგონე ცოტახანს დრონი წარულნი და მაშინ შემიბრალებ.“
   მაიკოს გული მოუკვდამ ნუთუ ჩაიმარხა იმედი განთიადისა და შეხვედრისას მიესიყვარულა: „ტატო, ჩემო ტანჯულო ძმაო!“
   ბარათაშვილი კი ასე თვლიდა: „ტანჯვა განცხრომაზე სასარგებლოა, მხოლოდ ჩვენ არ ვაფასებთ. აბა, ღმერთმა ერთი რითი აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს!“

"ვეღარ აღმიგო სიყვარულმა კვალად ტაძარი "

ბარათაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი ცნობა არ შემონახულა. პოეტის ბიორაფის, იონა მეუნარგიას ადმოცემით  მისი პირველი სიყვარული ყოფილა ვინმე ნინო, რომლისთვისაც მიუძღვნია ლექსი «მიყვარს თვალები, მიბნედილები». ვინ იყო ეს ქალი, მკვლევართათვის უცნობია.                                                                                                                     

ასევე მეუნარგიას ცნობით, შემდეგში ბარათაშვილი გამიჯნურებული ყოფილა ფრანგ ქალზე- დელფინა ლაბიელზე, , რომელიც შეძლებული ოჯახის შვილი იყო. მათი რომანი სულ რაღაც 2 წელს გრძელდებოდა (1837-38) .                                                                                       
პოეტის ნამდვილი, ძლიერი და მარადიული სიყვარულის ობიექტი ეკატერინე ჭავჭავაძე იყო» - პავლე ინგოროყვა - არაერთი პოეტის შთაგონების წყარო.                                             

" ვაი, ჩვენო ქართლის ბედო“

ნიკოლოზ ბარათაშვილი ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლობდა, როცა 1832 წლის შეთქმულება დამარცხდა. მართალია, არავითარი ცნობა პოეტის ამ მოვლენაში მონაწილეობის შესახებ არ მოიპოვება, მაგრამ მას ისეთ საზოგადოებაში უხდებოდა ტრიალი, ისეთ პირებთან ქონდა ახლო ურთიერთობა, რომ მოულოდნელი არ უნდა იყოს მისი იდეური კავშირი შეთქმულთა ორგანიზაციის წევრებთან.                                                         

ბარათაშვილის ცალკეული  ლექსები გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ იგი შეთქმულთა იდეური მემკვიდრე იყო.                                                                                                                         
  პოეტისათვის საქართველოს ისტორია, მისი აწმყო და მომავალი უპირველესი ფიქრი საგანი ყოფილა. მამაციშვილმა შემოგვინახა ერთი მწარე ამოოხვრა პოეტისა: „ჩვენმა უხეირობამ დაგვღუპა, ვაი, ჩვენო ქართლის ბედო“ .   
საყურადღებოა, რომ პოეტს საქართველოს ისტორიული წარსულისთვის ერთი პოემაც მიუძღვნია : « ივერიელნი «  , რომელიც ბარათაშვილს მამაცაშვილისთვის წაუკითხავს. ამ უკანასკნელის გადმოცემით , მასში აღწერილი ყოფილა საქართველოს ძლიერებისა და ძლევამოსილების ხანა X-XI-XII  საუკუნეებში. მოონების ავტორი დასძენს, რომ ამ პოემის დაბეჭდვა მაშინ არ შეიძლებოდაო.  ეს პოემა ბარათაშვილს მირიან ივერის ფსევდონიმით დაუწერია.                  
ნიკოლოზ ბარათაშვილის სიცოცხლეში არცერთი მისი ნაწარმოები არ გამოქვეყნებულა. 1852-53 წლებში პირველად გ.ერისთავმა  დაბეჭდა «ცისკარში» . ეკატერინე ჭავჭავაძემ გადასცა ილია ჭავჭავაძეს ნიკოლოზის ლექსების ხელნაწერი რვეული. ილიას იმდენად მოსწონებია, რომ - მთელი კვირა ბოდავდა ბარათაშვილით - იგონებს კოხტა აფხაზი.        1863 წელს ჟურნალი «საქართველოს მოამბე» ბარათაშვილის ლექსით გაიხსნა.                           

"ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში..."

1844 წლიდან  ბარათაშვილმა  სამსახური გამოიცვალა და ნახჭევანში გადავიდა. ამ რეგიონის  მმართველად დაინიშნა ლევან მელიქიშვილი, რომელმაც პოეტი თავის მოადგილედ გაამწესა. პოეტის პირადი წერილებიდან ჩანს დიდი უკმაყოფილება ახალი სამსახურით. მძიმე ბუნებრივ პირობებს  ემატებოდა სამშობლოსთან, ახლობლებთან განშორება; თუმცა, გარემოება აიძულებდა, ისევ შერიგებოდა ბედს.                                  

1845 წელს  განჯის ყოფილი სახანოს  მმართველმა მამუკა ორბელიანმა ნიკოლოზ ბარათაშვილი თავის მოადგილედ დანიშნა, მარამ ამჯერად პოეტს  აღარ მოუხდა ახალ გარემოში დიდხანს ცხოვრება. იმ მხარეში გავრცელებულმა მალარიამ იმსხერპლა სრულიად ახალგაზდა პოეტის სიცოცხლე. იგი გარდაიცვალა 1845 წლის 3 ოქტომბერს (ძვ. სტ. ). დაასაფლავეს იქვე, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ეზოში. მხოლოდ გარდაცვალების მეორე წელს მიეცა ეფემიას შვილის საფლავის ნახვის შესაძლებლობა. ამავე წელს პოეტის სიყრმის მეგობარმა ილია ორბელიანმა საფლავზე ქვა დაადო, რომელიც შემდეგ დაიკარგა.

პოეტის გადმოსვენება

მხოლოდ 1893 წელს მიიღო ქართულმა საზოგადოებამ  მისი ნეშტის თბილისში გადმოსვენების უფლება. ეს დაკრძალვა ნამდვილ ეროვნულ მანიფესტაციად იქცა. „კუბო ხელიდან ხელში გადადიოდა. დედები პატარა შვილებს  კუბოს წინ აყენებდნენ და თაყვანს სცემდნენ, როგორც წმინდანის ნეშტს“ - წერდა იმდროინდელი პრესა.


პოეტი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს; 1938 წელს კი მისი ცხედარი მთაწმინდამ მიიბარა.

ნიკოლოზ (ტატო) მელიტონის ძე ბარათაშვილი დაიბადა 1817 წლის 4 დეკემბერს (ზოგიერთი ცნობით, 1816 წლის 22 ნოემბერს) . დედის ოჯახში, -ქართველი ...