"დავმორჩილდი ჩემს მკაცრ ბედს»

1835 წელს ბარათაშვილმა გიმნაზია დაასრულა. იგი ოცნებობდა უმაღლესი განათლების მიღებაზე, მაგრამ როცა საამისო ასაკს მიაღწია, მამის ოჯახი გაღატაკებული, უსახსროდ დარჩენილი იყო. ამის გამო ბევრს  სწუხდნენ პოეტის ახლობლები. ჭაბუკ პოეტს სხვა ოცნებაშიც მოეცარა ხელი - სამხედრო სამსახურში შესვლა სურდა, მაგრამ გიმნაზიაში სწავლისას კიბიდან გადმოვარდა და დაკოჭლდა და სამხედრო კარიერაზე ფიქრსაც გამოემშვიდობა.                                                                                                                  
   პოეტის პირადი წერილები ცხადყოფენ რა ღრმა კვალი დატოვა ამ ფაქტმა მის სულზე.                                 
 «ანვწესდი სამსახურში და დავმორჩილდი ჩემს მკაცრ ბედს» წერს იგი ერთ-ერთ  მეგობარს. ყველაფერ ამას ისიც დაერთო, რომ ამ პერიოდში მამამისმა მძიმე სენი გადაიტანა. სიღატაკის პირას მისული ოჯახის შვილი სამოქალაქო სამსახურში უნდა წასულიყო და „ოჯახი ფეხზე დაეყენებინა».  1836 წელს იგი გახდა  საქართველოს უზენაესი მთავრობის  სასამართლო განჩინების ექსპედიციის მოხელე. უნდა ითქვას, რომ პოეტი დიდ გულისყურს იჩენდა საქმისადმი. მან კარგად იცოდა რუსული ენა, რაც დიდად ეხმარებოდა საქმის წარმოებაში. მის კალიგრაფიას აღტაცებაში მოყვადა ყველა, მაგრამ თვითონ ვერ იტანდა კანცელარიას, რომელიც სულს უხუთავდა.   

No comments:

Post a Comment

ნიკოლოზ (ტატო) მელიტონის ძე ბარათაშვილი დაიბადა 1817 წლის 4 დეკემბერს (ზოგიერთი ცნობით, 1816 წლის 22 ნოემბერს) . დედის ოჯახში, -ქართველი ...