ნიკოლოზ ბარათაშვილი ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლობდა,
როცა 1832 წლის შეთქმულება დამარცხდა. მართალია, არავითარი ცნობა პოეტის ამ მოვლენაში
მონაწილეობის შესახებ არ მოიპოვება, მაგრამ მას ისეთ საზოგადოებაში უხდებოდა ტრიალი,
ისეთ პირებთან ქონდა ახლო ურთიერთობა, რომ მოულოდნელი არ უნდა იყოს მისი იდეური კავშირი
შეთქმულთა ორგანიზაციის წევრებთან.
ბარათაშვილის ცალკეული ლექსები გვაძლევს
საფუძველს ვთქვათ, რომ იგი შეთქმულთა იდეური მემკვიდრე იყო.
პოეტისათვის
საქართველოს ისტორია, მისი აწმყო და მომავალი უპირველესი ფიქრი საგანი ყოფილა. მამაციშვილმა
შემოგვინახა ერთი მწარე ამოოხვრა პოეტისა: „ჩვენმა უხეირობამ დაგვღუპა, ვაი, ჩვენო
ქართლის ბედო“ .
საყურადღებოა, რომ პოეტს საქართველოს ისტორიული
წარსულისთვის ერთი პოემაც მიუძღვნია : «
ივერიელნი « , რომელიც ბარათაშვილს
მამაცაშვილისთვის წაუკითხავს. ამ უკანასკნელის გადმოცემით ,
მასში აღწერილი ყოფილა საქართველოს ძლიერებისა და ძლევამოსილების ხანა
X-XI-XII საუკუნეებში. მოონების ავტორი დასძენს,
რომ ამ პოემის დაბეჭდვა მაშინ არ შეიძლებოდაო.
ეს პოემა ბარათაშვილს მირიან ივერის ფსევდონიმით დაუწერია.
ნიკოლოზ ბარათაშვილის სიცოცხლეში
არცერთი მისი ნაწარმოები არ გამოქვეყნებულა. 1852-53 წლებში პირველად გ.ერისთავმა დაბეჭდა «ცისკარში»
. ეკატერინე ჭავჭავაძემ გადასცა ილია ჭავჭავაძეს ნიკოლოზის ლექსების ხელნაწერი
რვეული. ილიას იმდენად მოსწონებია, რომ - მთელი კვირა ბოდავდა ბარათაშვილით - იგონებს
კოხტა აფხაზი. 1863 წელს ჟურნალი «საქართველოს მოამბე» ბარათაშვილის
ლექსით გაიხსნა.
No comments:
Post a Comment