მეფურია მათი
სახელიც და სახეც. სიყრმიდან ერთად უთამაშიათ, ურბენიათ, უმღერიათ,ტოლნი არიან, სწორნი
არიან.თითქოს ერთიმეორისათვის შობილან და სწორედ მაშინ, როცა ყველაზე უფრო მშვენიერი
, ბუნებრივი იქნებოდა მათი საბოლოო დაკავშირება, საბოლოოდ შორდებიან ერთმანეთს.
... ეკატერინე
დედოფალს ჰგავს და დედოფალი უნდა გახდეს თუ საქართველოსი არა, სამთავროსი მაინც.
აგერ სასურველი
სასძოც- სამთავროს ტახტის მემკვირდე დავით დადიანი. ქართველი მეფეების მანდატურთუხუცესი
დაერისთავთერისთავთა შთამომავალი.
ეჰ! სად სტოლონაჩალნიკიი
და სად გენერლის ასული?! და ეკატერინეს ხელს თხოულობს დავით დადიანი.
ვინ დაეძებს,
რა განცდებშია ვინმე სული ობოლი, უქონელი და უსახელო ტატო ბარათაშვილი! მას რჩება მხოლოდსიყვარულის
და ლექსების წერის უფლება.
განხეთქილება
ხუმრობს, არ ეხუმრება. ეკატერინეს გათხოვებამ სხვა
ფიქრები აუშალა. მუხთალი წუთისოფელი განა ვისმე დიდხანს ახარებს? სიამე შეურჩენელია,
იმედი ცრუვდება, ილუზია იფანტება, სული ობლდება.
მანანა ორბელიანმა უთხრა: ზაქარია მწერს, ეკატერინეს
გული შესწუხებიაო ქორწილის ღამეს. ჩანს, არ არისო ბედნიერი. ადრე ხომ სიონის ტაძარში
შეუწუხდა გული ჯვრისწერისას.
ყველაფერი დასრულდა. ჩაესვენა ეკატერინე, ეს მორიგი
ნათელი ვარსკვლავი პოეტის დაბინდულ ცაზე. იმ კვირიაკე დღეს ბარათაშვილმა დაკარგა რაღაც
ისეთი, რაც ადამიანს სიცოცხლეში ერთხელ ეძლევა.
ეკატერინე? ვინ იცის, რა დიდი სევდა იფარება მის
გარეგნულ ბრწყინვალების ქვეშ! იგი ქართველი ქალია. თავის გაცდებს არც ჩაწერს და არც
ვინმეს გაუმხელს. სხვამ კი სხვისა რა იცის!
თუმცა, ყველაფერი მაინც ვერ დაფარა. გულმა გასცა
ჯვრისწერისას და ქორწილის ღამეს.
უკანასკნელი შეხვედრისა და იმ ბედნიერ დღეთა მოსაგონებლად
რჩება ლექსი:
„სატრფოვ, მახსოვს,
თვალნი შენნი
მშვენიერნი ცრემლით კრთოდნენ,
და ბაგენი მდუმარენი
ხვაშიადსა მიმალვიდნენ!
მშვენიერნი ცრემლით კრთოდნენ,
და ბაგენი მდუმარენი
ხვაშიადსა მიმალვიდნენ!
მაგრამ, სულო,
იგი ცრემლი
არ სტიროდა ამ სოფელსა;
სახე შენი მოწყენილი
არა ჰგავდა ხორციელსა!
არ სტიროდა ამ სოფელსა;
სახე შენი მოწყენილი
არა ჰგავდა ხორციელსა!
აწ მიხვხვდი მე,
უბედური,
თვალთა შენთა მეტყველებას:
თურმე ცრემლი უცნაური
მოელოდა ჩემს ობლობას!
თვალთა შენთა მეტყველებას:
თურმე ცრემლი უცნაური
მოელოდა ჩემს ობლობას!
ახლაც. ოდეს ვნახავ
სადმე
ცრემლსა თვალთა მშვენიერთა,
გულამოსკვნით ვიგონებ მე
დღეთა ჩემთა ბედნიერთა!“
ცრემლსა თვალთა მშვენიერთა,
გულამოსკვნით ვიგონებ მე
დღეთა ჩემთა ბედნიერთა!“
თბილისში
დაბრუნებული ეკატერინე მოწყალი ღიმილით ართმევს თავის მგოსანს მისივე ხელით გადაწერილ
ლექსთა კრებულს.
ისევ „აღმოხდა
მნათი“. პოეტის გულში დგება ახალი გაზაფხული:
„მაშ გამობრწყინდი,
მფინე შუქი ეგ საოცარი
და განანათლე კვლავ ცა ჩემი, ესრეთ საზარი!
მეცა ხელი ვჰყო დაჟანგებულს ჩემსა სანთელსა
და შევაერთო ფიქრნი ჩემნი შენს ხმას ციურსა!“
და განანათლე კვლავ ცა ჩემი, ესრეთ საზარი!
მეცა ხელი ვჰყო დაჟანგებულს ჩემსა სანთელსა
და შევაერთო ფიქრნი ჩემნი შენს ხმას ციურსა!“
... იქნებ ის ლექსი დაუჯდა ძვირად ბარათაშვილს,
დელფინა ლაბიელს რომ უძღვნა? იქნებ, არ ინდომა ეკატერინემ კალამში მოზიარეობა? ...
განშორების შემდეგ ხშირად არა, მაგრამ შეხვედრილან
ერთმანეთს და დიდხანს, დიდხანს უსაუბრიათ. მათ არავინ ზვერავდა, რადგან ყველა ენდობოდა
მათსავე ღირსებას.
„ციური ხმით“ მომღერალი ეკატერინე ღრუბლებს მიეფარა,
მერე დაბრუნდა, ობოლ სულს შუქი მოჰფინა და აღფრთოვანებული პოეტი კლასიკური უბრალოებით
აამეტყველა:
„ნუთუ აღმოჩნდი
ცხოვრებისა ჩემის მნათობლად?
ნუ თუ შენ ჰფინო შვების სხივი ჩემს გულსა კვალად?
კვლავ აღმიტეხნო გულის ჭირნი, მიყრუებულნი,
და განმიახლო ნეტარების დღენი წარსულნი?“
ნუ თუ შენ ჰფინო შვების სხივი ჩემს გულსა კვალად?
კვლავ აღმიტეხნო გულის ჭირნი, მიყრუებულნი,
და განმიახლო ნეტარების დღენი წარსულნი?“
ეს სარწმუნო მოთხრობაა დიდი მგოსნის დიდ სიყვარულზე.
ამ სიყვარულში მომხდარი განხეთქილების მიზეზი კი არავინ უწყის, შედეგიც კი ჯერ კიდევ
დაბინდულა. 1842 წლის ოქტომბერში ტატო მაიკო ორბელიანს წერილში გაანდობს უსაშველო ტანჯვას,
რაც განხეთქილებამ თავს დაატეხა:
„ეს ღამეც წავიდა, ვითარცა სიზმარი, კიდევ მომნახა
ჩემმა ჩვეულებრივმა მოწყინებამ. ვისაც საგანი აქვს, ჯერ იმის სიამოვნება რა არის ამ
საძაგელს ქვეყანაში, რომ ჩემი რა იყოს, რომელიც, შენც იცი, დიდი ხანია ობოლი ვარ.
_ არ დაიჯერებ , მაიკო! სიცოცხლე მომძულებია ამდენის მარტოობით. შენ წარმოიდგინე, მაიკო,
სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაცა, დებიც, მრავალნი მონათესავენი,
და მაინც კიდევ ვერავის მიჰკედლებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს სოფელში!
ვინც მაღალი გრძნობის მქონე მეგონა,იგი ვნახე უგულო; ვისიც გული განვითარებული მეგონა,
მას სული არა ჰქონია; ვისიცა ცრემლნი მეგონებოდნენ ცრემლად სიბრალულისა,გამომეტყველად
მშვენიერის სულისა, თურმე ყოფილან ნიშანნი ცბრიერების, წვეთნი საშინელის საწამლავისა!
სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი? ვიცი, გაიცინებ, ასე გეგონება დამწვარი
ვლაპარაკობ. ჭეშმარიტად, მაიკო, ასე გულცივად ჯერ განსჯა არა მქონია... მოიგონე ცოტახანს
დრონი წარულნი და მაშინ შემიბრალებ.“
მაიკოს გული მოუკვდამ ნუთუ ჩაიმარხა იმედი განთიადისა
და შეხვედრისას მიესიყვარულა: „ტატო, ჩემო ტანჯულო ძმაო!“

No comments:
Post a Comment