1844 წლიდან ბარათაშვილმა
სამსახური გამოიცვალა და ნახჭევანში გადავიდა. ამ რეგიონის მმართველად დაინიშნა ლევან მელიქიშვილი, რომელმაც
პოეტი თავის მოადგილედ გაამწესა. პოეტის პირადი წერილებიდან ჩანს დიდი უკმაყოფილება
ახალი სამსახურით. მძიმე ბუნებრივ პირობებს
ემატებოდა სამშობლოსთან, ახლობლებთან განშორება; თუმცა, გარემოება აიძულებდა,
ისევ შერიგებოდა ბედს.
1845 წელს განჯის ყოფილი სახანოს მმართველმა მამუკა ორბელიანმა ნიკოლოზ ბარათაშვილი
თავის მოადგილედ დანიშნა, მარამ ამჯერად პოეტს აღარ მოუხდა ახალ გარემოში დიდხანს ცხოვრება. იმ
მხარეში გავრცელებულმა მალარიამ იმსხერპლა სრულიად ახალგაზდა პოეტის სიცოცხლე. იგი
გარდაიცვალა 1845 წლის 3 ოქტომბერს (ძვ. სტ. ). დაასაფლავეს იქვე, რუსული მართლმადიდებლური
ეკლესიის ეზოში. მხოლოდ გარდაცვალების მეორე წელს მიეცა ეფემიას შვილის საფლავის ნახვის
შესაძლებლობა. ამავე წელს პოეტის სიყრმის მეგობარმა ილია ორბელიანმა საფლავზე ქვა დაადო,
რომელიც შემდეგ დაიკარგა.
No comments:
Post a Comment