პირველი ლექსები

ნიკოლოზ ბარათაშვილმა გიმნაზიაშივე დაწერა პირველი ლექსები. პოეტის იმდროინდელი ნაწარმოებების უმეტესი ნაწილი დაკარგულა. ბარათაშვილს გაუნადგურებია თვითონვე, სახლის გასაჩხრეკად მოსასვლელი ჟანდარმების მოლოდინში. ბარათაშვილის თანამედროვე, გრიგოლ გურიელი, იხსენებს, თუ როგორ შეაგდო ბუხარში ტატომ ხელნაწერი რვეული.                                                                                                        
შემორჩენილია მხოლოდ ერთი ლიტერატურული კრებული, რომელშიც მისი 5 ლექსია შეტანილი (ამ დროს ტატო 15 წლის იყო). საგულისხმოა, რომ მათ შორისაა ლექსის - «შემოღამება მთაწმინდაზედ» - პირველი ვარიანტი.                                                                                                     
ნიკოლოზ ბარათაშვილი აქტიურად იყო ჩაბმული რუსული ხელნაწერი ჟურნალის «ცვეტოკ ტიფლისსკოი გიმნაზიი» -ს (1835-35) გამოცემაში, რომელსაც მიხეილ თუმანიშვილი რედაქტორობდა. გამოვიდა 5 ნომერი. ამ პერიოდში უთარგმნია ძველი ქართული ლიტერატურის ბრწყინვალე ძეგლის «ვისრამიანის» ერთი ნაწილი. ტატო გატაცებული ყოფილა ძველი ქართული ლიტერატურით.

No comments:

Post a Comment

ნიკოლოზ (ტატო) მელიტონის ძე ბარათაშვილი დაიბადა 1817 წლის 4 დეკემბერს (ზოგიერთი ცნობით, 1816 წლის 22 ნოემბერს) . დედის ოჯახში, -ქართველი ...